სელფორდის საქმიანობა მაღალი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. ჩვენმა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, უმოკლეს დროში, დაამყარა პარტნიორული ურთიერთობები, როგორც საქართველოში არსებულ მსხვილ სამშენებლო კომპანიებთან, ისე საერთაშორისო ბაზარზე მყოფ წამყვან ბრენდებთან.
სელფორდი წარმოადგენს იმ წამყვან ძალას, რომელსაც გააჩნია ამბიცია შექმნას ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემო სამშენებლო ბაზარზე და უზრუნველყოს მომსახურების მაღალი ხარისხი.
ვემსახურებით ყველას, ვისთვისაც ხარისხი მნიშვნელოვანია, დრო კი ძვირფასი.
მისია და ხედვა
სელფორდის მისიაა უზრუნველვყოთ მომხმარებელი მაღალი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალებით, მოვერგოთ მათ საჭიროებებს და მივაწოდოთ სწრაფი სერვისი.
ჩვენ ვაერთიანებთ მაღალი კლასის პროფესიონალთა გუნდს და ხელს ვუწყობთ მათ პროფესიულ წინსვლას, შედეგად ვითარდება საქმიანობის სფეროც.
ჩვენი, როგორც ინდივიდების და ამავდროულად კომპანიის წევრების ფასეულობები სრულად ემთხვევა მომხმარებლის ინტერესებს. სელფორდის ხედვაა, საქართველოს ბაზარზე გახდეს წამყვანი ძალა, რომელიც იქნება პროფესიონალიზმის სტანდარტი.
გუნდი
სელფორდის გუნდის წევრები ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობაა. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებმაც წლების განმავლობაში დააგროვეს ყველა ის მნიშვნელოვანი უნარი და გამოცდილება, რაც სწრაფად ცვალებად ბიზნეს გარემოს სჭირდება.
ჩვენი პასუხისმგებლობა, გამოცდილება და მოქნილობა გვაძლევს შესაძლებლობას ჩვენს მომხმარებელს საუკეთესო სერვისი მივაწოდოთ.
ჩვენ მიზნად დავისახეთ კერძო პირების და კომპანიების უმაღლესი ხარისხის მასალებით უზრუნველყოფა. სელფორდის თითოეული გუნდის წევრისთვის, წარმატებულად განხორციელებული ყოველი პროექტი პირადი სიამაყის საგანია. ჩვენი ღირებულებები განისაზღვრება თქვენით.