Skip to content Skip to sidebar Skip to footer

ჩვენი მასალები სასახლეშია

სელფორდი უმაღლესი ხარისხის მასალებით ეროვნული სასახლის რესტავრაციის პროექტს ამარაგებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სასახლის სრული სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი უმნიშვნელოვანესია კომპანიისთვის ვინაიდან შენობა დიდი ისტორიის მატარებელია. ის 1941 წელს დაარსდა, როგორც პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე.

დღეს, ეროვნული სასახლე ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია. სასახლეში ტრადიციულად, 5000-მდე ახალგაზრდა სხვადასხვა ფორმით, სკოლისგარეშე და დამატებით განათლებას იღებს.

Leave a comment